თეგებით ძიება

ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით დღეს სომხეთს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

ირაკლი ღარიბაშვილს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს, რომლის შემდეგ გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართება.

შეხვედრების დასრულების შემდეგ, დაგეგმილია ერთობლივი მიმართვა პრესისადმი. პრემიერ-მინისტრთან ერთად, ერევანში მიემგზავრება საგარეო საქმეთა მინისტრიც.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა