თეგებით ძიება

გიორგი საგანელიძემ განმარტა, რა საკითხები განიხილება პრემიერის აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში

საქართველოს ელჩმა სომხეთში, გიორგი საგანელიძემ განმარტა რა საკითხები განიხილება ერევანში ქართული დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.

„განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობის მთელი სპექტრი, მეტწილად ეკონომიკის სფეროში. კიდევ უფრო დავაკონკრეტებ, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში ურთიერთობის განვითარება, თუმცა ბევრი სხვა თემა და საკითხიც განიხილება - განათლების, კულტურის, სხვა ჰუმანიტარულ სფეროებში. დაგეგმილია პირისპირ შეხვედრა და გაფართოებული შეხვედრა პრემიერ-მინისტრებს შორის. ასევე დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა. ვფიქრობ, მხარეები ასევე განიხილავენ რეგიონში შექმნილ ვითარებასა და პანდემიიდან გამომდინარე პრობლემების აღმოფხვრის საკითხზეც ისაუბრებენ“, - განაცხადა საგანელიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით დღეს სომხეთს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა