აკაკი მინაშვილი: სტრასბურგის სასამართლომ უკვე გამოაგზავნა კითხვები
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ უკვე გამოაგზავნა კონკრეტული კითხვები და ხელისუფლება ვალდებულია, ამ კითხვებს უპასუხოს.
„სტრასბურგის სასამართლომ მიიღო სარჩელი წარმოებაში. სასამართლომ უკვე გამოაგზავნა კონკრეტული კითხვები და ხელისუფლება ვალდებულია, ამ კითხვებს უპასუხოს. ეს დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა და ხელისუფლებამ ეს ფაქტი დამალა, რადგან ძალიან კარგად გრძნობს, რამდენად სერიოზული დარღვევები აქვს მას ნიკა მელიას უკანონო დაკავების მიმართულებით“, – განაცხადა მინაშვილმა.
ნიკა მელიამ და გიგი უგულავამ საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.