თეგებით ძიება

აკაკი მინაშვილი: შემოდგომაზე უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, რომ ხელისუფლება შეიცვალოს

გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლა-არშესვლის შესახებ მიიღება ძალიან ფართო ჩართულობით და იმ პრეცედენტებითა და დემოკრატიული მეთოდებით, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, - ამის შესახებ აკაკი მინაშვილმა განაცხადა. თავად მინაშვილი მიიჩნევს, რომ პარტია პარლამენტში არ უნდა შევიდეს.

„რაც შეეხება ჩვენი პარტნიორების განცხადებებს, მე მათ პატივს ვცემ, თუმცა ჩემი პირადი აზრი განსხვავებულია. ჩვენ თუ გვინდა ქვეყანაში ვითარება გამოვასწოროთ, უნდა ვიაქტიუროთ ჩვენს მხარდმჭერებთან, ჩვენს ამომრჩეველთან. ასევე, უნდა გავაჟღეროთ პოლიტიკური ინიციატივები და უნდა მოვემზადოთ საპროტესტო ტალღისთვის, იმისთვის, რომ შევქმნათ ისეთი გარემო, ისეთი კლიმატი და ატმოსფერო შემოდგომაზე, რომ ხელისუფლება შეიცვალოს“, - განაცხადა მინაშვილმა.

11 მაისს „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლა-არშესვლის თაობაზე პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა და საერთო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად შიდაპარტიული კონსულტაციები იწყება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა