ალეკო ელისაშვილი: ქვეყნისთვის იქნება უკეთესი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ქუჩაში დარჩეს
„ნაციონალური მოძრაობის პოზიცია“, არის ყველაზე უსინდისო პოზიცია, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს, არადა ამ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ გამოვიდნენ გიორგი რურუა და ნიკა მელია და ახლა ამბობენ, შევალთ პარლამენტშიო. ასეთი უსინდისობა არასოდეს მომისმენია ქართულ პოლიტიკაშიც კი. თუ არ შემოვლენ, ამ ქვეყნისთვის იქნება უკეთესი, რომ ასეთი მავნებელი პოლიტიკური ძალა დარჩეს ქუჩაში და ჩაიფერფლოს. ეს პარტია ამას იმსახურებს, რადგან მათი გამოსწორება არ იქნება“, - განაცხადა ელისაშვილმა.
11 მაისს „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლა-არშესვლის თაობაზე პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა და საერთო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად შიდაპარტიული კონსულტაციები იწყება.