იაგო ხვიჩია: „ნაციონალური მოძრაობა“ სრულად შემოვა პარლამენტში
ეჭვი არ მეპარება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სრულად შემოვა პარლამენტში, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ „ქრონიკას“ განუცხადა.
კითხვაზე, თუკი „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი წინააღმდეგ პოზიციას აფიქსირებს პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, ხვიჩიამ განაცხადა. „ქართველი პოლიტიკოსებისგან ასეთი რამ არ უნდა გაგიკვირდეთ, დღეც კი ბევრია ზოგჯერ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლა-არშესვლის თაობაზე პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა და საერთო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად შიდაპარტიული კონსულტაციები იწყება.