თეგებით ძიება

სალომე სამადაშვილი „ნაცმოძრაობას“ ოფიციალურად დატოვებს

ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი დღეს ოფიციალურად დატოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“.

„ნაცმოძრაობის“ გადასაწყვეტია, როგორი ნაბიჯები გადადგას. 2016 წელსაც აზრთა სხვადასხვაობა იყო პარტიაში და შემდეგ, როდესაც პარტიას „ევროპული საქართველო“ გამოეყო, ერთ-ერთი არგუმენტი სწორედ საპარლამენტო საქმიანობა იყო. დღეს ოფიციალურად მივმართავ „ნაციონალურ მოძრაობას“ და პარტიას დავტოვებ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

20 აპრილს სალომე სამადაშვილი ინდივიდუალურად შეუერთდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს. ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სალომე სამადაშავილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს. „ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა, წარმატებები“, - დაწერა პოლიტიკოსმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა