გიგი უგულავამ და ნიკა მელიამ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეიტანეს
გიგი უგულავას შემდეგ ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს. სარჩელით სტრასბურგის სასამართლოს უკვე მიმართეს. ამ დროისთვის ევროპული სასამართლო დოკუმენტებს სწავლობს და ხელისუფლების პასუხს ელოდება.
„გიგი უგულავა საქართველოს წინააღმდეგ“ - ამ სახელწოდებით სარჩელი იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ყოფილმა მოადგილემ სანდრო ბარამიძემ მოამზადა და ხმაურიანი საქმის, სანდრო გირგვლიანის ოჯახის ყოფილმა უფლებადამცველმა სანდრო შავგულიძემ.
სტრასბურგში გაგზავნილ დოკუმენტში იურისტები ე.წ. თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დავობენ, ამ საქმეზე უგულავა პირველმა და მეორე ინსტანციამ დამნაშავედ სცნო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნაწილში პროკურატურამ უზენაეს სასამართლოში განაჩენი გაასაჩივრა და უმაღლესმა ინსტანციამ 48 მილიონი ლარის გაფლანგვის ეპიზოდშიც გაამტყუნა.
სწორედ ამაზე დავობს ახლა გიგი უგულავა, სარჩელის მიხედვით, მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა სასამართლოს ისეთმა შემადგენლობამ, როგორც სარჩელში წერია, რომელიც ვერ იქნება მიჩნეული კანონიერ ტრიბუნალად. ასევე სარჩელში წერია, რომ უგულავას პატიმრობა არის უკანონო, ამას გარდა წერია, რომ საქმე არის პოლიტიკური და არა სამართლებრივი. იურისტები, რომლებიც სტრასბურგში უგულავას ინტერესებს დაიცავენ ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ. აღსანიშნავია, რომ სანდრო ბარამიძე იუსტიციის სამინისტროში მოადგილის პოსტს იმ დროს იკავებდა, როცა ქართულმა მართლმსაჯულებამ ყოფილი მერი დამნაშავედ სცნო.
imedinews.ge