თეგებით ძიება
12. 05. 2021 მსოფლიო

მსოფლიოში ყველაზე მარტოხელა ბაყაყმა პარტნიორი იპოვა

რომეო წლების განმავლობაში მსოფლიოში ყველაზე მარტოხელა წყლის ბაყაყი იყო. სეუენკას ტიპის ამფიბია ტელმატობიუსის ოჯახს მიეკუთვნება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მეცნიერები დიდი ხანის განმავლობაში ფიქრობდნენ, რომ რომეო ამ ჯიშის უკანასკნელი ბაყაყი იყო დედამიწაზე. დიდი ხნის მანძილზე ის ბოლივიის მუზეუმში მარტო ცხოვრობდა.

პარტნიორის მოსაძებნად მეცნიერებმა რომეოს სოციალურ ქსელში გვერდიც კი შეუქმნეს. მალევე მათ ბოლივიის მთებში ჯულიეტასაც მიაგნეს.

მთებში მოგზაურობისას მეცნიერებმა სეუენკას ტიპის 5 წყლის ბაყაყი იპოვეს, მათგან 3 მამრი და 2 მდედრი აღმოჩნდა.

რომეო უკვე 11 წლის არის. ამ სახეობის ბაყაყი 15 წლამდე ცოცხლობს. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ბაყაყის ეს სახეობა გადარჩება და ძალიან მალე გამრავლდება კიდეც.

digest.pia.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა