თეგებით ძიება

„ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" - ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ახალი ფრაქცია შექმნეს

საქართველოს პარლამენტში კიდევ ერთი ფრაქცია დაიწყებს ფუნქციონირებას, სახელწოდებით „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის". აღნიშნულის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე „ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

გარდა „ლელოს“ წევრებისა, ფრაქციაში იქნებიან დეპუტატები სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე.

როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ფრაქციის თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე იქნება, ხოლო თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი იქნება.

ჯამში ფრაქცია შემდეგი წევრებით იქნება წარმოდგენილი: ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, დავით უსუფაშვილი, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა