თეგებით ძიება

საქართველოს ექსპორტი გერმანიაში წელს 40%-ით გაიზარდა

2021 წელს საქართველოს ექსპორტი გერმანიაში 40%-ით გაიზარდა. ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ნათია თურნავამ „ქართულ-გერმანული ბიზნესდიალოგის“ ფარგლებში გამართულ ონლაინ შეხვედრაზე ისაუბრა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, საქართველოში დღეს გერმანული კაპიტალით ათასზე მეტი კომპანია საქმიანობას, რაც მნიშვნელოვანია პანდემიის პირობებში. მინისტრმა ასევე ისაუბრა ეკონომიკურ კრიზისით გამოწვეულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

„მიუხედავად პანდემიისა, საქართველო-გერმანიის ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან სწრაფად ვითარდება. მაგალითად, მიმდინარე წელს, მარტში, ჩვენი ქართული წარმოების ექსპორტი 40%-ით გაიზარდა გერმანულ ბაზარზე. ასევე არის სასოფლო-სამეურნეო და არა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, რომელზეც განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა არის გერმანიაში და ჩვენ ვეხმარებით, რომ ამ პროდუქციამ მიაღწიოს გერმანულ ბაზრამდე. საუბარი არის ასევე ერთობლივ ინვესტიციებზე“, - განაცხადა თურნავამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა