თეგებით ძიება

ეკონომიკის მინისტრი ასახელებს დროს, როდის შემსუბუქდება შეზღუდვები და გაიხსნება საზღვრები

უახლოესი ორი კვირის შემდეგ, როდესაც კიდევ ერთხელ მოხდება კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებლის გადახედვა, შესაძლოა, გარკვეული შეზღუდვები შევამსუბუქოთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, არის მოლოდინი, რომ კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი შემცირდება.

"გარკვეულ დისკომფორტს ქმნის, რომ შაბათ-კვირას ჩვენი სახელმწიფო სტუმრები, თუ ჩვენი მოქალაქეები ვერ მიდიან ერთმანეთში და ვერ სადილობენ. რა თქმა უნდა, ეს დარტყმაცაა სარესტორნო ინდუსტრიისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უახლოესი ორი კვირის შემდეგ, როდესაც კიდევ ერთხელ გადავხედავთ დადებითობის მაჩვენებელს, რომელიც დღეს მაღალია, მაგრამ გვაქვს მოლოდინი, რომ შემცირდება, შევძლებთ, გარკვეული შეზღუდვები შევამსუბუქოთ", - განაცხადა თურნავამ.

მინისტრის თქმით, იგეგმება ასევე სახმელეთო საზღვრების გახსნა, მაგრამ ვადებში ეს უნდა დაემთხვეს მესამე ტალღის დასრულებას.

„სახმელეთო საზღვრების უსაფრთხო გახსნა არის ტურიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტიმული. სახმელეთო საზღვრების გახსნა ზოგადად იგეგმება, მაგრამ ვადებში ეს უნდა დაემთხვეს მესამე ტალღის დასრულებას. ალბათ, უახლოესი რამდენიმე კვირის თემაა“,- განაცხადა თურნავამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა