თეგებით ძიება

ლარი მცირედით გამყარდა - ვალუტის კურსი

სებ-მა ლარის ახალი კურსი დაადგინა. 14 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.4186 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4283 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.97 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 4.1392 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 4.1366 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.26 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4052 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 4.8110 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 15 მაისიდან შევა ძალაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა