გურიის მაჟორიტარი გურიაში ჩასულ პრემიერთან არ შეუშვეს
გურიის მაჟორიტარი გურიაში ჩასულ პრემიერთან არ შეუშვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "გურიის მოამბე" ავრცელებს.
ღარიბაშვილმა, რომელიც გუშინ გურიაში იმყოფებოდა, ფოლკლორის ცენტრის წინ, ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა გახსნა.
გამოცემის ცნობით, სწორედ ამ დროს, ფოლკლორის სახლში გურიის მაჟორიტარს, ვასილ ჩიგოგიძეს შესვლაზე უარი უთხრეს, რამაც ამ უკანასკნელის აღშფოთება გამოიწვია.
მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტარს რამდენჯერმე აუხსნეს არ შეშვების მიზეზი ის იყო, რომ მისი სახელი და გვარი მოწვეულ სტუმართა სიაში არ ფიგურირებდა – ჩიგოგიძის დაშოშმინება ვერ მოხერხდა.
პარლამენტარმა ფოლკლორის ცენტრი და მისი თანამშრომლები საჯაროდ უშვერი სიტყვებით მოიხსენია, მისი ხელმძღვანელის მისამართით კი, ასევე საჯაროდ რამდენჯერმე შეიგინა.
მისი დაოკება საბოლოოდ ოზურგეთის სახელმწიფო დრამატურ თეატრში მოხერხდა, როცა შენობაში უპრობლემოდ შეშვებულს პრემიერაზე “კაი ლაზათიანად ჩაეძინა”.