საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, ოპოზიციისა და "ოცნების" შეხვედრა მიმდინარეობს
საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ერთმანეთს ხვდებიან.
შეჯერებული დოკუმენტი მხარეებმა ვენეციის კომისიას მომავალ კვირაში უნდა გადაუგზავნონ.
"ოცნება" ცესკოს თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციონერის დანიშვნას არ თანხმდება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევა იქნება, რადგან შეთანხმების მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა იყოს.