"ერთობა, რაობა, იმედი" - ლევან ვასაძემ მოძრაობა ოფიციალურად დააფუძნა
ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ, რომელმაც 6 მაისს პოლიტიკაში მოსვლა დაანონსა, საზოგადოებრივი მოძრაობა - "ერთობა, რაობა, იმედი" ოფიციალურად დააფუძნა.
"ეს არის ის მოძრაობა, რომელიც სულ მალე გარდაიქმნება პოლიტიკურ პარტიად და შეცვლის ვითარებას საქართვლოში. დარწმუნებული ვარ, რომ წინ გველოდება ერთობლივი ბრძოლა, წინააღმდეგობები, მაგრამ მტკიცედ გვწამს, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერით შევძლებთ გავარღვიოთ ეს მოჯადოებული წრე", - განუცხადა 9 აპრილის ბაღში შეკრებილ მხარდამჭერებს.
ბიზნესმენთან ერთად, ღონისძიებას მისი ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.