ნიკა მელია კიევში, სააკაშვილთან გაფრინდა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია უკრაინის დედაქალაქ კიევში, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად გაფრინდა.
უკრაინაში სააკაშვილთან ერთად კობა ნაყოფია, პეტრე ცისკარიშვილი, ეკა ხერხეულიძე, კახა ოქრიაშვილი და აკაკი მინაშვილი გაემგზავრნენ.
ნიკა მელიამ გაფრენის წინ დროებას უთხრა, რომ ექსპრეზიდენტთან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრებს.
"ორ წელიწადნახევარია, კაცი არ მინახავს და არც მას ვუნახივარ, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩემსა და მას შორის ურთიერთობაზე. დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ურთიერთგაგება, იქნება ერთიანი სტრატეგია, ხედვა და ვაპირებთ საუბარს მე ჩემს ხედვას გავაცნობ, ის - თავისას". - უთხრა მელიამ დროებას.
შეგახსენებთ, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ჯერაც არ გადაუწყვეტია, შევა თუ არა პარლამენტში. პარტიაში კონსულტაციები გრძელდება.