საქართველოში, რომელსაც ჩვენ ავაშენებთ, გარყვნილების საჯარო პროპაგანდა აიკრძალება - ლევან ვასაძე
"ერთობა, რაობა, იმედის" დამფუძნებლის, ლევან ვასაძის განცხადებით, საქართველოში, რომელსაც მხარდამჭერებთან ერთდ ააშენებს, გარყვნილების საჯარო პროპაგანდა აიკრძალება.
აქვე მან პრემიერ ღარიბაშვილსაც მიმართა:
" ირაკლი, თუ შენ და შენი მინისტრები ამას დაუშვებთ, რა გეიაღლუმებათ, თქვენ მართლა …არ ვიტყვი რა.
თქვენ თუ ამას დაუშვებთ, თქვენს მინისტრებთან ერთად, თუ ამას აკადრებთ ამ გაწვალებულ, დამცირებულ, ღირსებაშელახულ ერს, მაშინ ისე გააკეთეთ, როგორც ამას აკეთებენ იმ ევროპის სუსტი ხელისუფლებები, ვინც დაუშვეს თავიანთ ქალაქებში. დაიჭირეთ ფერადი დროშები და გამოდით ამ გარყვნილ ადამიანებთან ერთად.
დაგვანახეთ თქვენი სახე. ეს არის უმდაბიოესი პოლიტიკური უპასუხისმგებლობა. ამიტომ, მიგაჩნიათ ძმაო, რომ ჩემი ატეხილია ეს ამბავი? არ გჯერათ, რომ ეს ჩვენი ერის პოზიციაა? აგერ მე და აგერ თქვენ, ნახავთ, რაც დაგემართებათ, თუ გაბედავთ ამის ჩატარებას, მაბრალეთ რაც გინდათ," – განაცხადა ვასაძემ ალექსანდროვის ბაღში გამართულ შეხვედრაზე.
rustavi2.ge