თეგებით ძიება
17. 05. 2021 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტმა რომის პაპთან ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაცია განიხილა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რომის პაპთან სატელეფონო საუბარში ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაცია განიხილა.

თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისრაელის ქმედებები მუსლიმების, ქრისტიანებისა და მთლიანად კაცობრიობის წინააღმდეგ არის მიმართული.

„ისრაელის საზარელი და არაადამიანური ქმედებები, რომელიც იერუსალიმის სტატუსს არღვევს, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ კაცობრიობა უნდა გაერთიანდეს, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს ისრაელს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა