"ოცნების" საქმე დამთავრებულია, აშშ-ში მათ ხელს არავინ ჩამოართმევს - ლევან ბეჟაშვილი
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ბეჟაშვილი ფიქრობს, რომ შტატებში პრემიერს ხელს არავი ჩამოართმევს. მისი თქმით, ვერც კობახიძე და ვერც "ოცნების" რომელიმე მაღალჩინოსანი აშშ-ს მათთან მიმართებაში აზრს ვეღა შეაცვლევინებს, რადგან ცხადია, რომ "ქართული ოცნება" სისხლის სამართლის დანაშაულებს ჩადის.
ეს სანქციები ეხება ისეთ ბრალდებებს, რომელიც თავის მხრივ არის სისხლის სამართლის დანაშაული და საერთაშორისო დანაშაული. არც ივანიშვილს, არც კობახიძეს, არც მთლიანად „ქართულ ოცნებას“ აღარ აქვს ის ლეგიტიმაცია და ის რესურსი, რომ ვინმე ჩვენი პარტნიორებიდან გადაარწმუნოს. მათი საქმე დამთავრებულია, მათ ხელს არავინ ჩამოართმევს, - ამბობს ბეჟაშვილი.
ანტიდასავლური განცხადებების და დაანონსებული ურთიერთობების გადახედვის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკაში მიემგზავრება. ირაკლი კობახიძე პრემიერის რანგში აშშ-ში პირველ ოფიციალურ ვიზიტს გამართავს. ის გაეროს გენერალურ ასამბლეას დაესწრება, თუმცა "ოცნების" მაღალჩინოსნების დასანქცირების შემდეგ პრემიერმა სურვილი გამოთქვა, პრემიერის ადმინისტრაციას პირადად შეხვდეს.
შეხვდება თუ არა ამერიკის მთავრობა ირაკლი კობახიძეს, ჯერ-ჯერობით უცნობია.