თეგებით ძიება

22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ხელსაყრელი დღეა ახალი, საინტერესო საქმის დაწყებისთვის, ექსპერიმენტებისა და საგანმანათლებლო საქმიანობისთვის. გირჩევთ, ყველა საქმის ერთდროულად კეთებას მოერიდოთ და ყურადღება ერთ საკითხზე გაამახვილოთ. სასურველია, რომ ახალი ცოდნის დაუფლებით პროფესიული დონე გაიუმჯობესოთ – ეს კარიერულ წინსვლასა და ხელფასის ზრდაში დაგეხმარებათ.

კურო

არსებობს შანსი, რომ გაიგოთ სიმართლე, რომელსაც დიდხანს საგულდაგულოდ გიმალავდნენ და იპოვოთ პასუხი კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. ყურადღებით მოუსმინეთ რას ამბობენ თქვენ გარშემო მყოფი ადამიანები და ეცადეთ, მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გამოგეპაროთ. ამ დღეს რთული და დაძაბული ურთიერთობები შესაძლოა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს.

ტყუპები

დროა, რომ შესრულებული სამუშაო გააანალიზოთ, დასკვნები გამოიტანოთ და საკუთარი თავი შესანიშნავი შედეგებისთვის დააჯილდოოთ. სრული უფლება გაქვთ, კარგად დაისვენოთ, მეგობრებთან ერთად გაერთოთ ან საოცნებო ნივთი შეიძინოთ. სხვა ადამიანების მიერ შესრულებულ სამუშაოსა და მათ მიერ დაშვებულ შეცდომებზე პასუხისმგებლობას ნუ აიღებთ. უახლოეს ხანებში დაუგეგმავი ხარჯი გელით, ამიტომ ეცადეთ, ფული ეკონომიურად ხარჯოთ.

კირჩხიბი

თუ თქვენ გარშემო განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით დააკვირდებით, შეიძლება ახალი შესაძლებლობები დაინახოთ, რომლებიც თქვენ სასარგებლოდ უნდა გამოიყენოთ. ახლობელმა ადამიანმა შეიძლება იმედი გაგიცრუოთ, თუმცა ამის გამო მასთან ურთიერთობა არ გაწყვიტოთ და შეცდომის გამოსწორების შანსი მიეცით. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს და ეცადეთ, მიხვდეთ, რისი თქმა სურთ თქვენთვის ვარსკვლავებს.

ლომი

დღეს რთული საკითხების მოგვარება და რთული სიტუაციებიდან გამოსავალი უნდა მოძებნოთ. მოერიდეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, ყველა პასუხი კარგად გააზრებული, რისკები კი შეფასებული უნდა იყოს. 22 სექტემბერს შეიძლება მანიპულატორების მსხვერპლი გახდეთ. ნუ დაუჯერებთ ადამიანს, რომელიც თქვენს დარწმუნებას ცდილობს და საკუთარი თავით იაზროვნეთ.

ქალწული

რთული და მოვლენებით მდიდარი დღეა. დილიდან სხვადასხვა საკითხის მოგვარება მოგიწევთ. მოერიდეთ საყვარელ ადამიანებთან კამათს, რომელიც შეიძლება დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს და ურთიერთობის გაწყვეტით დასრულდეს. ამ დღის საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, რომ ყველაფერი თავად აკეთოთ. სხვების დახმარება შეიძლება შეცდომით დასრულდეს და შემდეგ ყველაფრის თავიდან კეთება მოგიწევთ. საღამოს შესაძლებელია სასიამოვნო სიურპრიზები.

სასწორი

შექმნილი გარემოებები გაიძულებთ, დღის რეჟიმი შეცვალოთ და განსხვავებულ რიტმს ფეხი აუწყოთ, თუმცა შეიძლება აქედან სარგებელი მიიღოთ. ხელიდან არ გაუშვათ შესაძლებლობა, რომელიც ბედმა მოგიმზადათ. ენერგეტიკული დონე დაბალია, ამიტომ ენერგია უნდა დაზოგოთ და მძიმე სამუშაო სხვა დროისთვის გადადოთ. სასურველია, ახალი პროექტები და იდეები კოლეგებთან ერთად განიხილოთ და მათ მოსაზრებებს ყურადღებით მოუსმინოთ.

მორიელი

არახელსაყრელი დღეა მაღაზიაში სიარულისა და საყიდლებისთვის. შესაძლოა, უსარგებლო ნივთებში ბევრი ფული დახარჯოთ და საქმე სანანებლად გაგიხდეთ. უმჯობესია, ეს დღე სახლის მოწესრიგებას და დასუფთავებას დაუთმოთ. თუ მოინდომებთ, შეიძლება საკმაოდ რთულ და უცნობ ამოცანებსაც კი გაუმკლავდეთ.

მშვილდოსანი

ვარსკვლავები გვირჩევენ, რომ ამ დღეს ძვირად ღირებული ნივთების შეძენისგან თავი შეიკავოთ და ფინანსური კეთილდღეობის ასამაღლებლად რამე უჩვეულო გზა მოიფიქროთ. აკონტროლეთ საკუთარი სურვილები - ვნებების აყოლა, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ. გამორიცხული არ არის, რომ საკუთარ თავში რაღაც უჩვეულო თვისებები აღმოაჩინოთ და ამით თავადვე გაკვირვებული დარჩეთ.

თხის რქა

დროა, ფულის დაზოგვა და დაგროვება დაიწყოთ, რადგან მალე დიდი თანხა დაგჭირდებათ. ეცადეთ, დასვენების დღე აქტიურად გაატაროთ - მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად ბუნებაში წადით და დადებითი ემოციებით დაიმუხტეთ. შესაძლოა, დღეს აზრი შეიცვალოთ საკუთარ თავზე და არა მარტო.

მერწყული

არსებობს შესაძლებლობა, რომ ამ დღეს ძველი სურვილი აისრულოთ. მოერიდეთ ახალი პასუხისმგებლობების აღებას და დაპირებების გაცემას - მათი შესრულება რთული იქნება. შეიძლება ძველი ბიზნესპარტნიორებისგან საინტერესო შეთავაზება მიიღოთ. სანამ დათანხმდებით გირჩევთ, ყველა შესაძლო რისკი კარგად აწონ-დაწონოთ.

თევზები

საყვარელი ადამიანების კრიტიკულმა შენიშვნებმა შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ და თქვენი თავდაჯერება შეარყიოს. ეცადეთ, ყველაფერი გულთან ახლოს არ მიიტანოთ, რადგან იღბალი თქვენს მხარეზეა. საოჯახო საქმეები ჩვეულებრივზე მეტ ყურადღებას მოითხოვს. შესანიშნავი ინტუიციის წყალობით ადამიანებში კარგად ერკვევით - თუ ვინმე მოგწონთ, ის ამას იმსახურებს.

წყარო: ფანთაიმი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა