თეგებით ძიება
17. 05. 2021 მსოფლიო

2021 წელს აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის ექსპორტი თითქმის 80%-ით გაიზარდა

2021 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის ექსპორტი თითქმის 79,53%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ Report.az იუწყება.

აზერბაიჯანის მიერ ექსპორტირებული ბუნებრივი აირის ფასმა 1 მლრდ 131 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამში 7 მლრდ 837 მლნ კუბური მეტრის ექსპორტი მოხდა.

აზერბაიჯანის ექსპორტის საერთო ოდენობაში ბუნებრივი აირის წილმა ამ პერიოდში

17,78% შეადგინა.

ცნობისთვის, ბუნებრივი აირის ექსპორტის უდიდეს ნაწილს აზერბაიჯანი საქართველოს ტერიტორიის გავლით ახორციელებს. 2021 წლიდან აზერბაიჯანული გაზის მიწოდება საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპის ქვეყნებში დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა