თეგებით ძიება

ვიმედოვნებ, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ვიხილავ პარლამენტში - კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შევა პარლამენტში.

„ვიმედოვნებ, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ვიხილავ პარლამენტში შესულს. ეს უდიდესი ოპოზიციური პარტიაა, რომელიც მონაწილეობას იღებს მრავალ დისკუსიაში, თავიდან ფასილიტაციაში, მოგვიანებით კი, მედიაციის პროცესში. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს შეთანხმება, უზრუნველყოფილ იქნას, რომ ეს შეთანხმება ახალ ეტაპს ხსნის კრიზისიდან და ქუჩიდან პარლამენტში შესვლამდე, ეს მნიშვნელოვანია და ამის იმედი მაქვს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

რაც შეეხება ამნისტიის შესახებ კანონპროექტებს, ჰარცელის შეფასებით, მნიშვნელოვანია, სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიამ განაგრძოს დისკუსიები, თუ რა ტიპის ამნისტიის შესახებ კანონის ნახვა სურთ.

„წარმოდგენა არ მაქვს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი, მაგრამ ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია, რადგან ეს ის საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც ორი პროექტია წარმოდგენილი. მნიშვნელოვანი იქნება, რომ სხვადასხვა პოლიტიკურამ პარტიამ განაგრძოს დისკუსიები, თუ რა ტიპის ამნისტიის შესახებ კანონის ნახვა სურთ. ჩემთვის ნაადრევია იმის თქმა, თუ რაზე შეჯერდებიან. ამ კანონებს შორის არსებობს მსგავსებები და განსხვავებები“, – განაცხადა ჰარცელმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა