თეგებით ძიება
17. 05. 2021 მსოფლიო

კორონავირუსით "გარდაცვლილი" ინდოელი ქალი, კრემაციამდე რამდენიმე წუთით ადრე "გაცოცხლდა"

ინდოელი ქალი, რომელიც ოჯახის წევრებს კორონავირუსით გარდაცვლილი ეგონათ, კრემაციამდე რამდენიმე წუთით ადრე გაცოცხლდა და ტირილი დაიწყო. ამის შესახებ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით insider.com წერს.

76 წლის შაკუნტალა გაიკვადს ფაქტამდე რამდენიმე დღით ადრე კორონავირუსი დაუდასტურდა, ის ახლობლებმა 10 მაისს საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა სამედიცინო დაწესებულებაში ადგილები არ აღმოჩნდა და ქალი შესაბამისი მკურნალობის გარეშე დარჩა. ოჯახის კლინიკის გარეთ, მანქანაში იმყოფებოდა, როდესაც ქალმა გონება დაკარგა და მათ ჩათვალეს, რომ ის გარდაიცვალა.

ქალი სახლში გადაიყვანეს და კრემაციისთვის მზადება დაიწყეს, თუმცა მაშინ, როდესაც ცეცხლის ანთებას იწყებდნენ, გაიკვადმა თვალები გაახილა და ტირილი დაიწყო.

გამოცემის ცნობით, ახლობლებმა 76 წლის ქალი ისევ საავადმყოფოში წაიყვანეს. თუმცა, უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა