თეგებით ძიება
18. 05. 2021 მსოფლიო

ისრაელმა იორდანიის მხრიდან გამოშვებული დრონი გაანადგურა

ისრაელმა იორდანიის მხრიდან გამოშვებული დრონი გაანადგურა, რომელიც ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილისკენ მიფრინავდა. ამის შესახებ timesofisrael.com იუწყება.

ისრაელელი სამხედროების ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატი ქალაქ ბეიტ-შეანასკენ გადაადგილდებოდა. კონკრეტულად ვის მიერ იყო გამოშვებული დრონი, უცნობია. სამხედროებმა ჩამოგდებული აპარატის ნამსხვრევები შეაგროვეს, რათა მისი წარმომავლობა დაადგინონ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა