თეგებით ძიება
18. 05. 2021 მსოფლიო

ტოკიოს სამედიცინო პრაქტიკოსთა ასოციაცია იაპონიის მთავრობას ოლიმპიადის გაუქმებისკენ მოუწოდებს

ტოკიოს სამედიცინო პრაქტიკოსთა ასოციაცია, რომელიც 6 000-მდე ექიმს აერთიანებს, იაპონიის მთავრობას ოლიმპიადის გაუქმებისკენ მოუწოდებს.

ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, ტოკიოში საავადმყოფოები გადატვირთულია.

„ჩვენ მკაცრად მოვითხოვთ, ხელისუფლებამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი დაარწმუნოს, რომ ოლიმპიადის ჩატარება რთულია და თამაშების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ. ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის გამო, სამედიცინო დაწესებულებები გადატვირთულია და თითქმის არ აქვთ თავისუფალი ადგილები“, - ნათქვამია განცხადებაში.

14 მაისს იაპონიის ექიმთა პროფკავშირმა მთავრობას ტოკიოს ოლიმპიადის გაუქმებისკენ მოუწოდა.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დაწყება 23 ივლისს იგეგმება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა