თეგებით ძიება
18. 05. 2021 მსოფლიო

აშშ ვაქცინების 20 მლნ დოზას სხვა ქვეყნებს გაუგზავნის

ამერიკის შეერთებული შტატები 20 მლნ დოზა ვაქცინას სხვა ქვეყნებს გაუგზავნის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას nbcnews.com ავრცელებს.

„ჩვენ ვაქცინაციის მხრივ მოწინავე პოზიციებზე ვართ. ახლა კი იმის დრო მოვიდა, რომ სხვა ქვეყნებს დავეხმაროთ“ - განაცხადა ბაიდენმა.

რამდენიმე დღის წინ ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების კომპანია AstraZeneca-ს 60 მლნ ვაქცინას სხვა ქვეყნებს გადასცემს. შესაბამისად, ახლა აშშ სხვა ქვეყნებს 80 მლნ. დოზა ვაქცინას გაუგზავნის.

კონკრეტულად რომელი ქვეყნები მიღებენ ვაქცინებს, ჯერჯერობით უცნობია, თეთრი სახლის ინფორმაციით, ამ საკითხის განხილვა ამჟამად მიმდინარეობს.

ცნობისთვის, აშშ-ში გამოყენებისთვის Pfizer, Moderna და Johnson & Johnson-ის ვაქცინების დარეგისტრირებული. აშშ-ში AstraZeneca-ს წარმოებაც ხდება, მაგარმ ეს ვაქცინა ქვეყნის ტერიტორიაზე არ გამოიყენება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა