თეგებით ძიება
18. 05. 2021 მსოფლიო

ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ კონფლიქტის ესკალაციიდან დღემდე, ღაზის სექტორში 150-ზე მეტი ტერორისტი გაანადგურეს

ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, ისრაელის არმიამ 150-ზე მეტი ტერორისტი გაანადგურა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის არმიის პრესსამსახური ავრცელებს.

ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ლიკვიდირებული ტერორისტების უმეტესობა დაჯგუფება „ჰამასის“ წევრი იყო.

10 მაისიდან დღემდე, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 3 440 რაკეტა გაუშვეს.

17 მაისს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი ტერორისტულ სამიზნეებზე იერიშის მიტანას განაგრძობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა