თეგებით ძიება
18. 05. 2021 მსოფლიო

75 მილიონი დოლარის კომპენსაცია 30 წლიანი უკანონო პატიმრობისთვის

1983 წელს, ჰენრი მაკკალუმსა და ლეონ ბრაუნს 11 წლის გოგონას გაუპატიურებისა და მკვლელობისათვის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა და სიკვდილი მიუსაჯა. ჰენრი 19 წლის, ხოლო ბრაუნი 15-ის იყო და ისინი გონებრივად შეზღუდულები იყვნენ. პოლიციამ ისინი იმიტომ დააპატიმრა, რომ გოგონას სკოლის მოსწავლემ განაცხადა, რომ ისინი უცნაურად იქცეოდნენ. სამართალდამცავებმა ისინი დაკითხეს და მათ არჩადენილი დანაშაული აღიარეს.
თუმცა, 2014 წელს დნმ-ის გამოკვლევის საფუძველზე აღმოჩნდა, რომ ისინი უდანაშაულონი იყვნენ. 30 წელი, 11 თვე და 7 დღე გაატარეს. აღნიშნული გარემოების გამო ჩრდილოეთ კაროლინას სასამართლომ უსამართლოდ დაკავებულ ძმებს კომპენსაციის სახით 75 მილიონი აშშ დოლარი გადასცა. თითოეულ მათგანს ციხეში გატარებული 1 წლისთვის 1 მილიონი მისცეს, რამაც საბოლოო ჯამში 31 მილიონი შეადგინა, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის ორიცვეს ჯამში 13 მილიონი აშშ დოლარი.

ადვოკატის თქმით, მათ 30 წელი "ჯოჯოხეთში" იცხოვრეს და საუკეთესო წლები გისოსებს მიღმა გაატარეს, ამიტომ ისინი იმსახურებენ დარჩენილი ცხოვრება რამენაირად აინაზღაურონ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა