თეგებით ძიება

ეროვნული ბანკი მომხმარებლებს მიმართავს

საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებელს აფრთხილებს. უწყების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ფინანსური სექტორის მომხმარებლებს, უცხოური ბანკები და ორგანიზაციები სესხის მიღებას გარკვეული თანხის გადარიცხვის სანაცვლოდ სთავაზობენ.

„გასათვალისწინებელია, რომ შეტყობინებებში მითითებული ორგანიზაციები არ წარმოადგენენ საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებს. შესაბამისად, არსებობს ამ სქემით დაინტერესებული პირების მიერ სხვადასხვა სახის თაღლითობის განხორციელების რისკი.

აქედან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ საკუთარი თანხების განკარგვისას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსგავსი ტიპის შეთავაზება საეჭვო ან გაურკვეველი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციებიდან მოდის. ნებისმიერი შეთავაზების შემთხვევაში, მომხმარებელი უნდა დარწმუნდეს, რომ ეს შეთავაზება ლეგიტიმურია და თაღლითობის ნიშნებს არ შეიცავს.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზს - 2 406 406“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა