თეგებით ძიება
19. 05. 2021 მსოფლიო

ისრაელსა და პალესტინას შორის თავდასხმები გრძელდება

ისრაელმა დღეს დილით ღაზას სექტორზე ავიაიერიში მიიტანა, პალესტინელებმა კი ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელში 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ცნობით, ღაზას სექტორში ბოლო მონაცემებით დაღუპულია 215 ადამიანი, აქედან 100 ქალი და ბავშვი.

სამშაბათს ისრაელმა განაცხდა, რომ ღაზაში დაღუპულებს შორის 150 „ჰამასის“ მებრძოლია. ორგანიზაცია დაღუპულთა შესახებ ამ დრომდე ინფორმაციას არ ასაჯაროებს.

ისრაელის მონაცემებით, სამშაბათს „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით 3 300 რაკეტა გაუშვა,აქედან 500-მა მიზანს ვერ მიაღწია, რამაც ღაზაში ადამიანების მსხვერპლი მოჰყვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა