თეგებით ძიება

იანვარ-აპრილში ექსპორტი 19.6%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 1 198.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 19.6%-ით მეტია.

ამავე ცნობით, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 73.8%-ს შეადგენს.

აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 25.1%-ით გაიზარდა და 884.2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

2021 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 79.6% შეადგინა.
ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან: ჩინეთი (189.5 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (146.1 მლნ აშშ დოლარი) და თურქეთი (98.3 მლნ აშშ დოლარი).


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა