თეგებით ძიება
19. 05. 2021 მსოფლიო

ნიუ-იორკის შტატის პროკურატურამ ტრამპის ერთ-ერთი ორგანიზაციის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

ნიუ-იორკის შტატის გენერალურმა პროკურატურამ დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ორგანიზაციის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ შტატის გენერალურმა პროკურორმა, ლეტიცია ჯეიმსმა განაცხადა.

„Trump Organization-ს შევატყობინეთ, რომ ჩვენი გამოძიება უკვე აღარ ატარებს მხოლოდ ადმინისტრატიულ ხასიათს. ამჟამად ნიუ-იორკის ოლქის პროკურორთან ერთად გამოძიებას სისხლის სამართლის ჭრილში ვატარებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

2020 წლის მარტში ნიუ-იორკის შტატის გენერალურმა პროკურორმა კომპანია Trump Organization-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. გამოძიება ეჭვობს, რომ კრედიტების მიღების მიზნით, კომპანიამ ხელოვნურად გაზარდა თავისი აქტივების ღირებულება.

გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის 45-ე პრეზიდენტიზს ყოფილმა ადვოკატმა, მაიკლ კოენმა განაცხადა, რომ Trump Organization-ში, სადაც ის დაახლოებით 10 წლის განმავლობაში მუშაობდა, აღნიშნულ პრაქტიკას იყენებდნენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა