ლარი მკვეთრად გამყარდა - ვალუტის კურსი
სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.3770 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3899 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.29 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 4.1213 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 4.1411 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.98 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4017 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.7832 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 20 მაისიდან შევა ძალაში.