თეგებით ძიება

გერმანიაში გარანტირებულია 9,5 ევროს ოდენობის მინიმალური ხელფასი - გერმანიის ელჩი ქვეყანაში დასაქმებულ ქართველებზე

საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, გერმანიაში, სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ ქართველებთან დაკავშირებული ინფორმაციის შემდეგ, უწყებების მიერ მოხდა უზრუნველყოფა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა შესრულებულიყო.

"ქართული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომელიც ეხებოდა მარწყვის ფერმაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ ჯგუფს, გერმანულ უწყებებთან მქონდა საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით.

წესისამებრ, უწყებების მიერ მოხდა იმის უზრუნველყოფა, რომ შესრულდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა, მათ შორის, შესაფერისი საცხოვრისით უზრუნველყოფა. გერმანიაში გარანტირებულია 9,5 ევროს ოდენობის მინიმალური ხელფასი.

პრობლემები შეიძლება, ყველგან იყოს. მთავარია, მათი მოგვარება მალე მოხდეს.

კარგია, რომ მედიაში ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა. იმედი მაქვს, რომ პროგრამის წარმატებით განხორციელებაც იგივე ყურადღებით გაშუქდება", - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

შეგახსენებთ, ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველები, რომლებიც გერმანიაში დასაქმების პროგრამით გაემგზავრნენ, არასათანადო პირობებში იმყოფებიან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა