ლარი გამყარებას განაგრძობს
ეროვნული ბანკის მონაცემებით, კურსი, რომელიც დღეს მოქმედებს, აშშ დოლართან მიმართებით 3.3537 ლარს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ უკანასკნელი 5 დღის განმავლობაში ლარი დაახლოებით 7 თეთრით გამყარდა.
14 მაისის მონაცემებით 1 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში 3.4283 ლარი იყო. ვალუტის ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვა საშუალოდ 3.30 ლარად არის შესაძლებელი.
ლარი გამყარდა ევროს მიმართებითაც. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 21 მაისს 1 ევრო 4.1213 ის ნაცვლად 4.0895 ლარი ღირს.