ლარი მკვეთრად გამყარდა - ვალუტის კურსი
სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.3056 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3537 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 4.81 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 4.0414 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0895 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 4.81 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.3950 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.7019 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 22 მაისიდან შევა ძალაში.