თეგებით ძიება

ნამახვან ჰესი საშუალებას მისცემს საქართველოს შეამციროს რუსეთზე დამოკიდებულება

2019 წელს საქართველოს მთავრობამ „ენკა რინიუბალზ“-ის კონსორციუმთან გააფორმა 15-წლიანი ხელშეკრულება ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და მართვის შესახებ. 800 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რომელიც შექმნის 433 მეგავატიან ელექტროსადგურს და გამოიწვევს საქართველოს ელექტროენერგიის რევოლუციურ პროგრესს, შეამცირებს მის ენერგეტიკული დამოკიდებულებას და დაეხმარევა ქვეყანას პარიზის შეთანხმების შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში.

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ბოლო ათწლეულის განმავლობაში ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს და პროგნოზით, 2030 წლისთვის 20 მილიარდ კვტ / სთ-ს მიაღწევს, რაც თითქმის გაორმაგებულია ქვეყნის ამჟამინდელ მოხმარებასთან შედარებით.

ჰიდროენერგეტიკა შეუცვლელ როლს ასრულებს საქართველოს ელექტროენერგიის მიწოდებაში, ჰიდროენერგიის წილი ელექტროენერგიის წარმოებაში შეადგენს 72 პროცენტს. საწვავი რესურსების ნაკლებობის გამო, მთებითა და მდინარეებით მდუდარი ქვეყნისთვის ჰესები გახდა ბუნებრივი გამოსავალი ქვეყნის ელექტროენერგიის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ქვეყნის მასშტაბით 80-ზე მეტი დიდი და მცირე ელექტროსადგურია.

საქართველოში როგორც სხვა ჰესების მშენებლობისას, ნამახვანჰესის მშენებლობამაც გარკვეული შეშფოთება გამოიწვია ადგილობრივ მოსახლეობასა და გარემოსდაცველ აქტივისტებში. მიუხედავად იმისა, რომ ჰიდროენერგია განახლებადი ენერგიის წყაროდ ითვლება, ჰიდროელექტროსადგურებს შეუძლიათ პირდაპირ და ირიბად მოახდინონ გავლენა ადგილობრივ მოსახლეობასა და ველურ ეკოსისტემებზე,- თვლიან გარემოსდამცველები. არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივის" ადგილობრივი ასოცირებული წარმომადგენლები პროტესტს გამოთქვამენ ამ პროექტის წინააღმდეგ და ამტკიცებენ, რომ მთავრობის მიერ ხელშეკრულების გამოცხადებამდე არ ჩატარებულა სათანადო კვლევა ეკოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ჰესის ზემოქმედების შესახებ.

უფრო ფართო მოსაზრებები

ეს სოციალური და ეკოლოგიური საკითხები ძალაშია და უნდა მოგვარდეს საქართველოს მთავრობის მიერ. აქ ასევე მოქმედებს ფართო ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მოსაზრებები.

ქვეყნის ელექტროენერგიის უმეტესი წილი მოდის ენგურის ჰიდროელექტროსადგურზე, რომელიც აფხაზეთშია, დე იურე საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა ამჟამად თბილისი ვერ ახორციელებს სრულად მის კონტროლს( მხოლოდ მართვის პულტია საქართველოს მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიაზე). მიუხედავად იმისა, რომ თბილისმა მიაღწია შეთანხმებას რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ რეგიონთან, ჰესის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 60 პროცენტის მიღებაზე, სრული კონტროლის არ არსებობის გამო ვერ ხერხდება ენგურის სრული პოტენციალის ამუშავება.

ელექტროენერგიის მაქსიმალურად ამოღებაზე გავლენას ახდენს ჰესების სეზონურობაც. მიუხედავად იმისა, რომ წლის განმავლობაში ენგურჰესის შესაძლებლობიდან ელექტროენერგიის 52 პროცენტის გამომუშავება ხერხდება, ზამთრის თვეებში ქვეყანა სეზონურ სადგურებზეა დამოკიდებული დარჩენილი 20 პროცენტით.

მოთხოვნის მზარდმა დინამიკამ ელექტროენერგიის იმპორტის არნახული ზრდა გამოიწვია, ძირითადად რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან. საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტმა ოთხწლიან მაქსიმუმს მიაღწია 2021 წლის თებერვალ - მარტში.

ნამახვანის პროექტის მოწინაღმდეგეები მოუწოდებენ მთავრობას გააუქმოს „ენკა რინიუბალზ“-ის კონსორციუმზე ნებართვა, იმ მიზეზით, რომ სამართლებრივი პროცესები სათანადოდ არ იქნა დაცული. მთავრობა თავის მხრივ ამტკიცებს, რომ სატენდერო წინადადებების წარმოება სამართლიანი და გამჭვირვალე იყო, კონსორციუმთან ერთად, რომელმაც სხვა 25 კომპანიისგან გამოისყიდა ჰესის მშენებლობის, ფლობისა და ექსპლუატაციის უფლების მოპოვება.

საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს მონაცემებით, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ელექტროენერგიის სექტორის გამჭვირვალობის გაუმჯობესებაში. საქართველომ 2017 წელ გააფორმა ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ ენერგეტიკის საააგენტოსთან და მას შემდეგ ინტენსიური გახადა ძალისხმევა იურიდიული და ინსტიტუციური რეფორმების განსახორციელებლად, რაც მიზნად ისახავდა მისი ენერგოსექტორის ევროკავშირის რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყანას ელექტროენერგიისა და გაზის ბაზრებისთვის.

ნაბიჯი ენერგოდამოუკიდებლობისკენ

ნამახვანის პროექტი კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების და დამოუკიდებლობისკენ. სტაბილურად მზარდი ენერგეტიკული მოთხოვნადობის დასაკმაყოფილებლად, ჰესების სეზონურობიდან გამომდინარე, აუცილებელი ხდება განახლებადი ენერგიის იმპორტი,განსაკუთრებით რუსეთისგან.

მოსალოდნელია, რომ ნამახვანმა უზრუნველყოს შიდა მოთხოვნის 12 პროცენტი, რაც გარკვეულწილად შეამცირებს რუსეთზე დამოკიდებულებას ეკონომიკური შემოსავლის ახალი წყაროების შექმნით.

ნამახვანს ასევე შეუძლია გააძლიეროს საქართველოს პოზიცია, როგორც ენერგიის ექსპორტიორი. მეზობელი სომხეთი დიდი ხანია წარმოადგენდა ენერგეტიკულ დერეფანს რეგიონში, მაგრამ თურქეთთან და აზერბაიჯანთან კონფლიქტმა ეს ფუნქცია სომხეთს დააკარგვინა და გადასცა რუსეთს.საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს ენერგიის ალტერნატიული სატრანზიტო ქვეყანა, რომელიც კასპიის ნავთობისა და გაზის რესურსებს დააკავშირებს ევროპულ ბაზრებთან.

ენერგოსექტორში შიდა წარმოების შესაძლებლობების გაძლიერებისას, საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს მეზობელი ქვეყნებში ელექტრო ენერგიუს ექსპორტიორი, რაც ხელს შეუწყობს ენერგეტიკული ბაზრების რეგიონალურ ინტეგრაციას.

რუსეთი მიიჩნევს, რომ რეგიონის ქვეყნები უნდა დარჩნენ მისი გავლენის სფეროში და იბრძოლონ მისი ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარებისთვის. ნამახვანს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ ძალაუფლების დისბალანსის გარკვეულწილად დომინირების რუსული ამბიციების ჩაშლისთვის, მაგრამ პირველ რიგში უნდა მოგვარდეს სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემები.

წყარო:newpost


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა