თეგებით ძიება
24. 05. 2021 მსოფლიო

Bloomberg: ევროკავშირი ბელარუსული ავიაკომპანიებისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნების აეროპორტებში დაშვების აკრძალვას განიხილავს

ევროკავშირი ბელარუსული ავიაკომპანიებისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნების აეროპორტებში დაშვების აკრძალვას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ინფორმაციით, ევროკავშირს ასევე შეუძლია ბელარუსის გავლით სახმელეთო სატრანზიტო გადაზიდვები აკრძალოს.

23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში რეისს ასრულებდა, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო მინსკში დაეშვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამასთან, რეისის ერთ-ერთი მგზავრი, ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.

ბელარუსში რომან პროტასევიჩს მინსკში მასობრივი არეულობის მოწყობასა და ხელისუფლებისა და მილიციის წარმომადგენლების მიმართ „სოციალური შუღლის გაღვივებაში“ ადანაშაულებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა