თეგებით ძიება
24. 05. 2021 მსოფლიო

ერაყში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს თურქი სამხედრო დაიღუპა

ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს თურქი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვერტმფრენის დაჯდომისას სამხედრომ სხეულის დაზიანება მიიღო და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ცნობისთვის, თურქეთი ამჟამად ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში. მეტინას და ავასინ ბასიანის მიდამოებში „ქურთთა მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას აწარმოებს. ის გასულ თვეს დაიწყო. ოპერაციაში ავიაცია და სახმელეთო ძალები მონაწილეობენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა