ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა. 24 მაისის ვაჭრობის შედეგად ლარი გაუფასურდა.
აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 0.70 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3126 ლარი გახდა.
სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.59 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 4.0473 ლარი გახდა.
დღესვე ლარი თურქული ლირის მიმართ 0.03 თეთრით გამყარდა, შედეგად მისი ღირებულება 0.3947 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 1.99 თეთრით შემცირდა და 4.6820 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 25 მაისიდან შევა ძალაში.