თეგებით ძიება
24. 05. 2021 მსოფლიო

დიდ ბრიტანეთში გოგოს ხელში iPhone აუფეთქდა

დიდი ბრიტანეთის ქალაქ ბირმინგემში 19 წლის სტუდენტ გოგოს iPhone ხელში აუფეთქდა. გოგოს თვალი დაუზიანდა და მან ერთ თვალზე მხედველობა დაკარგა. ამის შესახებ ferra.ru იუწყება.

ამ ინფორმაციის მიხედვით, გოგომ დროებით დამტენი თავის მეგობარს ათხოვა. როდესაც აქსესუარი დაუბრუნეს, მან აღმოაჩინა, რომ კაბელი დაზიანებულია. მიუხედავად ამისა, სტუდენტმა ამას ყურადღება არ მიაქცია და ტელეფონი დასატენად შეაერთა.

თავდაპირველად დაზიანებული ადგილიდან კვამლი გამოვიდა, როდესაც გოგო დამტენ მოწყობილობას მიუახლოვდა, ის აფეთქდა და ახალგაზრდა ქალა თვალი დაუზიანა.

ექიმების დასკვნის მიხედვით, სტუდენტ გოგოს თვალის რქოვანა დაუზიანდა. აღუდგება თუ არა მას მხედველობა, უცნობია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა