მოვუწოდებ მხარეებს ღია დიალოგისკენ, ასეთი საკითხების გამჭირვალობაში დარწმუნებულები უნდა ვიყოთ - კარლ ჰარცელი "ნამოხვანჰესის" საკითხზე
ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს და საკითხის გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საუბრობს.
"მოვუწოდებ მხარეებს ღია დიალოგისკენ. შექმნან ისეთი პლატფორმა, სადაც ყველა მხარე საკუთარ პოზიციას გააჟღერებს და ჩაერთვება პროცესში. ასეთი საკითხების გამჭირვალობაში დარწმუნებულები უნდა ვიყოთ.
მოხარული ვარ და მხარს ვუჭერ საზოგადოების ჩართულობას ენერგეტიკული ხელშეკრულების პროცესში. დიდი იმედი მაქვს, წინ წავალთ ამ მიმართულებით," - აცხადებს ჰარცელი.