თეგებით ძიება
24. 05. 2021 მსოფლიო

უკრაინა ბელარუსთან ავიამიმოსვლას აჩერებს

მინსკის ინციდენტის გამო, უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ შესაბამის უწყებებს დაავალა, რომ ბელარუსთან ავიამიმოსვლა შეაჩერონ.

სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი, როდიდან შეაჩერებს უკრაინა ბელარუსთან ავიამიმოსვლას.

შეგახსენებთ, 23 მაისს მინსკის მოთხოვნით ათენიდან ვილნიუსში მიმავალი „რაინეარის“ ავიალაინერი ბელარუსის დედაქალაქის აეროპორტში დასვეს.
მინსკში დაჯდომის შემდეგ, ბელარუსელმა სამართალდამცველებმა დააკავეს დამოუკიდებელი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა