თეგებით ძიება
24. 05. 2021 მსოფლიო

ვინ გახდა მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი? - მილიარდერების ახალი სია

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგი გამოქვეყნდა. Forbes- ის მონაცემებით, მილიარდერების სიას სათავეში ბერნარ არნო მოექცა.

ფრანგული LVMH-ის მფლობელის ქონება გასულ დღეებში 710 მილიონით გაიზარდა და 186.4 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამ ფინანსური შემოსავლით, არნომ "ამაზონის" დამფუძნებელს, ჯეფ ბეზოსს გადაუსწრო, რომლის ქონება $186.0 მილიარდია.

რეიტინგში კვლავ მესამე ადგილზეა ილონ მასკი $147.3 მილიარდით, ხოლო მეოთხეზე ბილ გეითსი, რომლის ქონებაც $125.5 მილიარდია.

ვინ გახდა მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი? - მილიარდერების ახალი სია



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა