თეგებით ძიება
25. 05. 2021 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. მისი ვიზიტი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ოფიციალურად 26 მაისს დაიწყება.

ინფორმაციას Bloomberg-ი აქვეყნებს.

მთავარი მიზანი რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად ისრაელსა და პალესტინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამყარება იქნება.

ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის ფარგლებში, ბლინკენი ეგვიპტესაც ეწვევა, რომელმაც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის პროცესში მედიატორის როლი შეასრულა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა