თეგებით ძიება
25. 05. 2021 მსოფლიო

31 მაისიდან აზერბაიჯანში გარე სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება იხსნება

31 მაისიდან აზერბაიჯანში გარე სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება იხსნება. ამავე დღეს განაახლებს მუშაობას აზერბაიჯანის დედაქალაქის მეტროპოლიტენი.

შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ქვეყნის მთავრობის ოპერატიული შტაბის ბრიფინგზე განაცხადეს.

31 მაისიდან ასევე აღდგება ტრანსპორტის გადაადგილება აზერბაიჯანის რეგიონებს შორის. 10 ივნისიდან აღადგენენ მუშაობას დიდი სავაჭრო ცენტრები და სპორტული დარბაზები.

როგორც ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, აღნიშნული გადაწყვეტილებები აზერბაიჯანში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების გათვალისწინებით იქნა მიღებული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა