ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 35 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა
2021 წლის 25 მაისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 87 750 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.390 პროცენტით, მაქსიმალური 9.400 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.393 პროცენტით განისაზღვრა.
ინფორმაციისთვის, კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.