თეგებით ძიება
25. 05. 2021 მსოფლიო

ჩინეთის ხელისუფლება 335-მეტრიანი ცათამბჯენის გადახრის მიზეზების შესწავლას ითხოვს.

ჩინეთის სამხრეთით მდებარე პროვინციის გუანდუნის ხელისუფლება ითხოვს, რომ 335-მეტრიანი ცათამბჯენის SEG Plaza-ს გადახრის ფაქტი ოპერატიულად შეისწავლონ. ამის შესახებ China Morning Post-ი წერს.

ამასთან, ხელისუფლება ითხოვს იმის გარკვევას, რამდენად უსაფრთხოა ცათამბჯენი. 73-სართულიანი შენობიდან 15 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

SEG Plaza მოულოდნელად 18 მაისს გადაიხარა. ამ ფაქტმა ქუჩაში მოქალაქეების პანიკა გამოიწვია. მალევე შენობა დახურეს და ამ პერიმეტრზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, ამ რეგიონში 18 მაისს მიწისძვრა არ დაფიქსირებულა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა