თეგებით ძიება
25. 05. 2021 მსოფლიო

რუსეთის რეგიონში სავალდებულო კოვიდვაქცინაცია შემოიღეს

რუსეთის ფედერაციის იაკუტიის რესპუბლიკაში სავალდებულო კოვიდვაქცინაცია შემოიღეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

ეს რუსეთის ფედერაციის პირველი სუბიექტია, სადაც მოსახლეობას იძულებით აცრიან. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება რესპუბლიკაში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო იყო მიღებული.

ადამიანებს, რომლებიც აცრაზე უარს იტყვიან, სამსახურში არ დაუშვებენ. დამსაქმებელი კი, რომელიც ვაქცინაციას არ უზრუნველყოფს, 200 ათასი რუსული რუბლით (დაახლოებით 9 ათასი აშშ დოლარით) დაჯარიმდება. ეს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სტრუქტურებს ეხება.

ვაქცინაცია, პირველ რიგში, განათლების სფეროს, ასევე ბავშვებთან დაკავშირებული ორგანიზაციების და მასიურ ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებულ პირებს ჩაუტარდება. გეგმის მიხედვით, იაკუტიის სრულწლოვანთა 70%-ის ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა